იანვარში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 1,87%-ითაა გაზრდილი. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, 2024 წლის იანვარში აზერბაიჯანის მაგისტრალური მილსადენებით 3,269.1 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც გასული წლის მაჩვენებლებს 0.43%-ით აჭარბებს.
აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ნავთობის მიწოდების 76% განხორციელდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) საექსპორტო ნავთობსადენით. საანგარიშო პერიოდში BTC-ის მეშვეობით 2 486,1 ათასი ტონა ნავთობი გადაზიდა, რაც 1,87%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდში გადაზიდული ნავთობის მოცულობაზე.
საანგარიშო პერიოდში BTC მილსადენით გადაზიდული ნავთობის 82,7%-ი, ანუ 2055,3 ათასი ტონა ნავთობი აზერბაიჯანშია მოპოვებული, ხოლო 17,3%-ი ანუ 430,8 ათასი ტონა (ზრდა 16,2%) ნავთობი თურქმენეთსა და ყაზახეთშია წარმოებული.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიის (BTC Co.) აქციონერები არიან: bp (30.10%), SOCAR (25.00%), MOL (8.90%), Equinor (8.71%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), INPEX (2.50%), ExxonMobil (2.50%) და ONGCVidesh (2.36%).
უახლესი
1 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება2 საათის წინ
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა