სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მუშავდება 13 პოტენციური პროექტი, რომელიც 3,5 მლრდ ლარის ინვესტიციის წინაპირობა. Business Insider Georgia-სთან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხელ ხიდურელი აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტებიდან ერთ-ერთის ღირებულება 1,5 მლრდ ლარია.
„ამ 3,5 მლრდ-დან 1-1,5 მლრდიანია ერთი მეგაპროექტია, რომელიც ეხება უძრავი ქონების მიმართულებას. მეტ დეტალებს ვერ ვიტყვი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ეს იქნება ათწლეულის, ოცწლეულის პროექტი, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდება. ეს პროექტი საქართველოს, მათ შორის თბილისს, ზღვისპირეთს და სხვა რეგიონებს გაუზრდის ღირებულებას. აქ ნახევარი პროცესი გავლილია, მთავარი გადაწყვეტილებები მიღებულია.
დანარჩენი პროექტები ეხება ლოგისტიკას, წარმოებას. წარმოების მიმართულებით ნიშურ წარმოებებზე ვკონცენტრირდებით, როგორიცაა ელექტრონაწილები, ავტონაწილები, საჰაერო ნაწილები, ელექტროტექნიკის აწყობა და რა თქმა უნდა ლოგისტიკური პროექტები გვაქვს. ამ 3,5 მლრდ-ს დიდი დრო არ დასჭირდება. აქედან მომავალ წელს შესაძლოა, რამდენიმე პროექტი გამოვაცხადოთ კიდეც“, - აცხადებს ხიდურელი.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის თქმით, დანარჩენი პროექტები არის სხვადასხვა მიმართულებით, არის როგორც ლოგისტიკა, არის ასევე წარმოება.
უახლესი
1 საათის წინ
Toyota-ს წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდება2 საათის წინ
სესხების დოლარიზაცია შემცირებას განაგრძობს - სებ