ანაკლიის პორტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის პორტის განვითარებაზე, გადავედით მეორე ეტაპზე, შერჩევის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ორი გიგანტი კომპანია არის გამოკვეთილი. უახლოეს რამდენიმე თვეში დასრულდება შერჩევის პროცესი და ამის შემდეგ გადავალთ უკვე მშენებლობაზე. ჩვენი გადაწყვეტილებით ანაკლიის პორტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება. აქაც 51% იქნება სახელმწიფოსი, ხოლო 49% ინვესტორის ვალდებულება, რომ შესაბამისი ინვესტიციები მოიტანოს და ეს იქნება ერთ-ერთი სამაგალითო პროექტი შავი ზღვის აკვატორიაში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში მაჟორიტარი აქციონერი იქნება და საკონტროლო 51% პაკეტი მის მფლობელობაში იქნება. შესაბამისად, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით სახელმწიფო ეძებს ინვესტორს, რომელიც ასობით მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდებას თავად განახორციელებს და პორტში მხოლოდ 49%-იან მფლობელობას დასჯერდება.
უახლესი
1 საათის წინ
Toyota-ს წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდება2 საათის წინ
სესხების დოლარიზაცია შემცირებას განაგრძობს - სებ