აქტიურ ფაზაშია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც არის ქართული ინიციატივა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა..
„2021 წელს მე ბრიუსელში ჩავიტანე ეს პროექტი, როგორც ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტის სახით და მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ პროექტში ჩაერთო ჩვენი მეგობარი სახელმწიფო აზერბაიჯანი, მეგობარი რუმინეთი და უნგრეთი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ამ პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი შავი ზღვაში წყალქვეშა ინტერნეტკაბელის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომ საქართველოსთან კავშირი გააუმჯობესოს და რუსეთზე გამავალ ხაზებზე დამოკიდებულება შეამციროს.
45 მლნ ევროს ღირებულების, 1100 კმ სიგრძის კაბელი, შავი ზღვის საერთაშორისო წყლების გავლით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კავკასიასთან დააკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ Global Gateway-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი შავი ზღვის ქვეშ ელექტროკაბელის განვითარებასაც გეგმავს. პროექტი უნგრეთსა და რუმინეთს საქართველოსა და აზერბაიჯანთან დააკავშირებს და ბლოკის „მომარაგების უსაფრთხოებას“ გააძლიერებს.
უახლესი
1 საათის წინ
Toyota-ს წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდება2 საათის წინ
სესხების დოლარიზაცია შემცირებას განაგრძობს - სებ