დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალი სარეკრეაციო სივრცე ბათუმის შუაგულში

ახალი სარეკრეაციო სივრცე ბათუმის შუაგულში

30-08-2024 19:00:00

ბათუმში, ჭაჭა თაუერის ადგილას, ახალი პარკის პროექტირებას ლანდშაფტის დიზაინის წამყვანიდანიური კომპანიაMASU Planningგანახორციელებს.

 

ქალაქის საკრებულომ "ბათუმი რივიერასმიერ წარდგენილი მუნიციპალური პარკის მოწყობისკონცეფცია დაამტკიცა და მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.


MASU Planning-ის დიზაინის ფილოსოფია გულისხმობს ჰოლისტიკურ მიდგომას, რომელიცგანსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მათ მიერ შექმნილ ლანდშაფტებში ადგილის ხასიათის დაიდენტობის შენარჩუნებას. მათი ინოვაციური და გამოკვეთილი არქიტექტურულიგადაწყვეტილებები ეფუძნება სკანდინავიური დიზაინის ტრადიციასა და საერთო კულტურულისტორიას. მათი დიზაინი ეყრდნობა იდეებს, რომელიც მჭიდრო კავშირშია თითოეულისაპროექტო სივრცის  ხასიათთან და სპეციფიკასთან.

 

ბათუმელებს და პარკის სტუმრებს დახვდებათ პადელის ორი კორტი, სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი ზონები, კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო დაველო-ბილიკები. პარკი ქალაქის გამწვანებულ ზღვისპირა ზოლში  ინტეგრირდებაროგორცბათუმის ბულვარის გაგრძელება.

 

კომპანია MASU Planning ახორციელებს ყველა ტიპის ლანდშაფტის არქიტექტურას, ფართომასშტაბიანი დაგეგმარებიდან კონცეფციის შემუშავებამდე, სტრატეგიულ დიზაინამდე, დეტალიზაციამდე და პროექტის მართვამდე. კომპანიის ძირითადი ფოკუსია ურბანული სივრცეები, ქალაქის განვითარება, კულტურულ დაწესებულებები და საცხოვრებელი და საგანმანათლებლოგარემო ყველა ასაკის ადამიანებისთვის.

 

ახალი პარკის მოწყობის დასრულება 2025 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები