დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აგრობადე“ მზისგან დამცავი და ბოსტნეულის შესაფუთი ბადეების წარმოებისთვის კაპიტალს ეძებს

„აგრობადე“ მზისგან დამცავი და ბოსტნეულის შესაფუთი ბადეების წარმოებისთვის კაპიტალს ეძებს

12-09-2023 19:00:40

გვინდა ვაწარმოოთ მზისგან დამცავი ბადეები, ასევე ბადეები კარტოფილისა და ხახვის შესაფუთად, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „აგრობადეს“ დამფუძნებელმა ავთანდილ მაისურაძემ განუცხადა.

„ბადეები რომლის წარმოებასაც ვგეგმავთ, მცენარეებს მზისგან 18%-ით იცავენ, ასევე იცავენ მწერებისგან, ჩიტებისგან, ქარისგან და მთლიანობაში ნაყოფის წარმადობა იზრდება. ასევე ბაზარზე არის მოთხოვნა კარტოფილისა და ხახვის შესაფუთ ბადეებზე“, - ამბობს ავთანდილ მაისურაძე. 

მისივე თქმით ამ პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინვესტიციის მოცულობა $400-$500 ათასია. 

„პროექტისთვის ვეძებთ ინვესტიციას. ამ დროისთვის საწარმო 24 საათის განმავლობაში მუშაობს და 35 ადამიანია დასაქმებული. თუ ამ ორი საწარმოო ხაზის განვითარებას შევძლებთ, სიმძლავრე გაიზრდება და 70 ადამიანის დასაქმებას შევძლებთ“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი. 

ქარელის რაიონის სოფელ რუისში 6 თვის წინ გახსნილი საწარმო „აგრობადე“, ერთად-ერთია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სეტყვის საწინააღმდეგო ბადეს აწარმოებს. საწარმო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ბადის წარმადობა დღე-ღამეში 10 ათასი კვადრატულ/მეტრს შეადგენს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები