„პირველი ქართული პლატფორმა Agile Mentor – ძალიან დროული და საჭირო ინიციატივაა, რომელიც დაეხმარება ქართულ კომპანიებს დანერგონ საერთაშორისო Agile პრაქტიკები და რაც მთავარია, მასში ჩართულმა ადამიანებმა ისწავლონ აზროვნების წყობისა და ქცევის წესების შეცვლა“, - აცხადებს „ლიბერთის“ ციფრული ბანკინგის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე ჩუბინიძე, რომელიც AgileXchange-ს, საქართველოში პირველი Agile სამიტი ერთ-ერთი სპიკერი იყო.
AgileXchange ტექნოპარკში კომპანია Agile Mentor-ის ორგანიზებითა და „ლიბერთის“ მხარდაჭერით, ჩატარდა, სადაც მოწვეულმა სპიკერებმა, Agile ტრანსფორმაციით დაინტერესებულ საზოგადოებას, ახალი საერთაშორისო მიდგომები, ასევე ქართული ბიზნეს კომპანიებისა და კომერციული ბანკების პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს.
Agile Mentor-ის დამფუძნებელი, ტრენერი და Agile ექსპერტი მარია ღლონტი ამბობს, რომ მაღალი კონკურენცია, კომპლექსური და ცვალებადი გარემო, დაინტერესებული მხარეების სიმრავლე, ბიზნესის წარმომადგენლებისა და ტექნოლოგიების მცოდნე პროფესიონალებთან კოლაბორაციულად მუშაობის აუცილებლობა და მასშტაბი, სწორედ ის ფაქტორებია, სადაც Agile მართვის მოქნილი მიდგომები ყველაზე ეფექტურად გამოიყენება.
„AgileXchange ეს არის საქართველოში პირველი Agile სამიტი, ხოლო Agile Mentor-ი არის კომპანია, რომელიც ემსახურება Agile პროფესიების დონისა და Agile ცნობიერების ამაღლებას საქართველოში. ღონისძიება დაორგანიზებულია მათთვის ვისაც აინტერესებს Agile მიდგომა, ან მოღვაწეობს Agile სფეროში. ეს არის ზეიმი იმ პროფესიის წარმომადგენლებისთვის, ვინც დღეს Agile მიდგომით მუშაობს და ქართველ დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, რომ გაიზიარონ გამოცდილება საქართველოში უკვე იმ კომპანიებისგან, ვინც Agile მიდგომები საკუთარ საქმიანობაში გამოსცადა. მსოფლიო კვლევებმა აჩვენა, რომ იმისათვის, რომ მსოფლიოში Agile მიდგომები დაინერგოს პირველ რიგში ყველაფერი იწყება ადამიანებისგან და მათი ცნობიერებიდან. შესაბამისად პროფესიულ განვითარებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და ასევე ლიდერების დიდი მხარდაჭერას იმისათვის, რომ რეალურად შეძლოს, შეითვისოს, გაითავისოს და შეისისხლხორცოს ორგანიზაციამ და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ამ მიდგომებიდან“, - განუცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ Agile Mentor-ის დამფუძნებელმა მარია ღლონტმა.
მისივე თქმით, Agile მიდგომების დანერგვის მხრივ ლიდერი საქართველოში საბანკო სექტორი იყო, ხოლო შემდეგ მას ფეხდაფეხ მიჰყვა ტექნოლოგიური სექტორიც. „საქართველოში 4-5 წლის წინ წამყვანმა ქართულმა ბანკებმა დანერგეს საკუთარ კომპანიებში Agile მიდგომები და ეს უკვე აითვისეს ტექნოლოგიურმა კომპანიებმაც. AgileXchange-ს მიზანია, რომ ეს გამოცდილება გაზიარდეს და სხვებმაც ისწავლონ და გაიგონ. ყველაზე ფართოდ გავრცელებული Agile მიდგომები დღეს გავრცელებულია ბანკებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებში. ის სადაც ხდება კომპლექსური პროექტების განხორციელება, ის სადაც არის ტექნოლოგიური პროექტები Agile-ის მოქნილი მენეჯმენტის მიდგომები ძალიან ეხმარება ასეთ კომპლექსურ სიტუაციაში ადაპტაციას, ცვლილებებზე სწრაფ რეაგირებას და რეალურად კარგი შედეგების მიღწევას“, - ამბობს Agile Mentor-ის დამფუძნებელი.
ლიბერთის ციფრული ბანკინგის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე ჩუბინიძე კი განმარტავს, რომ Agile მიდგომა, კომპანიებს საშუალებას აძლევს ცვლილებების მიმართ უფრო მოქნილები გახდნენ და ბიზნესის მუდმივი განვითარების შესაძლებლობა უზრუნველყონ. მისივე თქმით, ტექნოლოგიების ხანაში, მნიშვნელოვანია, ბიზნესის და ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპეტენციის ადამიანებმა, საუკეთესო შედეგის მისაღებად, ეფექტური ურთიერთქმედება ისწავლონ.
„Agile ეს არის ძალია კარგი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის და ინფორმაციული ტექნოლოგების მიმართულების ადამიანების ძალიან ეფექტურ ურთიერთქმედებას საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ლიბერთი ბანკის ციფრული მიმართულების გუნდმა თვითორგანიზებულად შექმნა Agile ური წარმონაქმნი, როგორიცაა ციფრული ბანკინგის გუნდი, რომელშიც გაერთიანებული არიან, როგორც IT კომპეტენციის ადამიანები ასევე ბიზნესკომპეტემციის ადამიანები, აქვთ სწორად გადანაწილებული როლები, ისინი ურთიერთქმედებენ ყოველდღიურად და პროექტის დეველოპმენტის პროცესში არის ყოველდღიური ჩართულობა. ამან მოგვცა საოცრად კარგი შედეგები, როგორიცაა მოქნილობა დეველოპმენტის პროცესში და მოქნილობა ბაზართან მიმართებაში. ასევე მოგვცა სისწრაფე, უფრო სწრაფად ვახერხებთ, რომ სწრაფად გავაკეთოთ და გავიშვათ ისეთი ბიზნესური სერვისები და პროდუქტები, როგორებიც ბაზარს სჭირდება“, - ამბობს „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიასთან“ ლიბერთის ციფრული ბანკინგის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე ჩუბინიძე.
ელენე ჩუბინიძის თქმით, ლიბერთი ბანკში Agile მიდგომების დარეკვის შედეგს მომხმარებელი უფრო ასწრაფებული სერვისებით გრძნობს. „მომხმარებელი ამას იგრძნობს, თუ ისარგებლებს ლიბერთი ბანკის ციფრული პროდუქტებით, ინტერნეტ და მობაილბანკით. ამ შემთხვევაში დარწმუნდებით, რომ საკმაოდ ინტენსიურად მასში ემატება ახალ-ახალი ბიზნესური ჩანართები, ახალ ახალი პროდუქტები და ახალი სერვისები. და ამას აკეთებს თვითორგანიზებული მოტივირებული Agile-ური გუნდი ლიბერთიში. Agile მიდგომების დანერგვამ ალბათ 2-3-ჯერ მაინც აასწრაფა ჩვენი მუშაობის პროცესი, გაამარტივა ძალიან ბევრი რამ, უფრო მოქნილები გაგვხადა, ასევე Agile პრაქტიკა საუბრობს იმაზე, რომ მუდმივად უნდა იზომებოდეს შედეგები, რომელიც იდება ასეთი ტიპის გუნდების მიერ და შემდეგ ამ შედეგებიდან გამომდინარე უნდა იგეგმებოდეს გარკვეული ცვლილებები. ჩვენ მუდმივად თვალყურს ვადევნებთ მომხმარებლების კმაყოფილებას, მომხმარებლების ქცევას და ვცდილობთ, რომ მოვერგოთ მას და გავაუმჯობესოთ და გავუმარტივოთ ციფრული ბანკინგის მოხმარება“, -განმარტა ელენე ჩუბინიძემ.
Agile მიდგომები აქტიურად დანერგა ასევე კომპანია TNET-მაც, რომლის Agile Transformation Lead გიორგი მიქაცაძე აცხადებს, რომ პროდაქტ დეველოპმენტი მოთხოვნადი მიმართულებაა, რადგანაც მისი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი პროცესების მენეჯმენტის მეთოდოლოგიაა Agile.
„Agile ტრანსფორმაციაზე მუშაობა ნოემბრიდან დავიწყეთ და ეტაპობრივად გადავდგით სხვადასხვა ნაბიჯები, რადგანაც Agile თავისი სტრიმები აქვს. ნაბიჯები გადავდგით, როგორც ტექნოლოგიური მიმართულებით, ტექნიკების მიმართულებით, ასევე Agile მაინსეტი სამართლებლის კუთხით. ძირითადად ახლა რეპორტინგის ნაწილში გვაქვს აქცენტები დასმული, რათა Agile ქოუჩები შემოგვიერთდნენ ყოველ ეტაპზე და შეიტანონ თავიანთი კონტრიბუცია Agile ტრანსფორმაციაში.
პროდაქტ დეველოპმენტი ძალიან მოთხოვნადი მიმართულებაა იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი პროცესების მენეჯმენტის მეთოდოლოგიაა Agile. ცნობიერება ამ მიმართულებით იზრდება. Agile-მა უფრო მეტი ბენეფიტი შესთავაზა კომპანიებს რაზეც ინტერესი გაჩნდა“, - ამბობს გიორგი მიქაცაძე.
ლიბერთის შესახებ
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია Agile Mentor -ის შესახებ:
Agile Mentor ქართული პლატფორმა, რომელიც დაინტერესებულ პირებს Agile პროფესიების დაუფლებასა და საერთაშორისო სერტიფიცირებაში ეხმარება. Agile Mentor ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და კომპანიას, მუდმივ რეჟიმში სთავაზობს: ინტენსიურ ბუთქმფებსა და საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობას; უფასო მასტერკლასებს, რომლებსაც საერთაშორისოდ აღიარებული მენტორები ატარებენ; Agile სამუშაო ჩარჩოების პრაქტიკულ კურსებს; Agile-პროფესიების საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი მენტორობას; Agile-ლიდერებისთვის აუცილებელი ე.წ. რბილი უნარების (Soft Skills) ბუთქემფებს − ქოუჩინგსა და ფასილიტაციას; Agile-მართვის ინფორმაციული სისტემების შესწავლას;ქართულ ენაზე შექმნილ ბლოგებს;ორგანიზაციის მიზნების ჩამოყალიბების OKR-მიდგომის შესწავლას და სხვ.ასევე გამოცდილ პარტნიორთან ერთად Agile Mentor კომპანიებს Agile მიდგომების დანერგვასა და Agile ტრანსფორმაციის განხორციელებაში უწევს მხარდაჭერა/კონსულტირებას.
უახლესი