დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
9 თვეში, საქართველოს სავაჭრო დეფიციტი წლიურად $6.7 მილიარდია

9 თვეში, საქართველოს სავაჭრო დეფიციტი წლიურად $6.7 მილიარდია

16-10-2023 16:20:11

9 თვეში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 22.5%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში საქონლის ექსპორტი წლიურად 0.8%-ით გაიზარდა 527.8 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის 4.8%-იანი ზრდის შემდეგ. იმპორტი წლიურად 10.0%- ით გაიზარდა და 1.25 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა,

წინა თვეში დაფიქსირებული 2.3%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 17.8%-ით გაიზარდა და 722.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 0.9%-იანი ზრდის შემდეგ.

ჯამურად, 2023 წლის პირველ 9 თვეში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 22.5%-ით გაიზარდა და 6.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 12.7%-ით გაიზარდა 4.6 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 18.3%-ით გაიზარდა და 11.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები