სებ-ის მიხედვით, 2023 წლის ნოემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 43.8%-ით შემცირდა (თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან) და 292.7 მლნ აშშ დოლარი შედგინა, რაც იხსნება გასული წლის მაღალი ბაზით და გზავნილების ნორმალიზებით რუსეთიდან, - ამის შესახებ Galt & Taggart - ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები შემცირდა რუსეთიდან (-76.2% წ/წ, +22.0% თ/თ, მთლიანის 25.7%) და თურქეთიდან (-9.8% წ/წ).
თუმცა, წინა თვეების მსგავსად, გზავნილები წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგი ქვეყნებიდან:
იტალია (+19.7%),
აშშ (+41.6%),
გერმანია (+32.2%),
საბერძნეთი (+7.8%),
ისრაელი (+8.1% წ/წ),
ყაზახეთი (+71.3%).
ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 0.6%-ით შემცირდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
უახლესი
1 საათის წინ
Toyota-ს წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდება2 საათის წინ
სესხების დოლარიზაცია შემცირებას განაგრძობს - სებ