კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტროს (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა დაცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ კრის ალანსა და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა.
გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის ფარგლებში ვრცლად ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების ადმინისტრირების მიმართულებით ახორციელებს. საუბარი შეეხო არჩევნებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგების დანერგვას, ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებასა და ზოგადად ადმინისტრაციის მიერუკვე განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობებს.
ცესკოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს იმ კონტრიბუციის გამო, რომელიც ბრიტანულმა მხარემ სხვადასხვა მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციისშესაძლებლობების განვითარებისთვის უკვე განახორციელა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლოთანამშრომლობის პერსპექტივებზე.
თავის მხრივ კრის ალანი საარჩევნო გარემოს და 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩართული მხარეებისროლითაც დაინტერესდა. მან გიორგი კალანდარიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა არჩევნებისსამართლიანად და გამჭვირვალედ ადმინისტრირების მიმართულებით.
შეხვედრა 26 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.
უახლესი
7 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო