დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით გაიზრდება - ISET-ის პროგნოზი

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით გაიზრდება - ISET-ის პროგნოზი

18-12-2023 09:37:00

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2023 წლის მეოთხე და 2024 წლის პირველი კვარტლების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდის პროგნოზი განაახლა. მათი შეფასებით, მეოთხე კვარტალში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 6.2%-ი, ხოლო 2024 წლის პირველ კვარტალში 2.7%-ი იქნება.

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2023 წლის სექტემბრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც 5.1%-ს შეადგენს, ხოლო 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება – 6.8%-ს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის შეფასების თანახმად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში მშპ-ის რეალური ზრდის წლიური მაჩვენებელი 6.2% იქნება, 2024 წლის პირველ კვარტალში კი – 2.7%.

სექტემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წელს წლიური ზრდის პროგნოზი 7.1%-ს შეადგენს.

გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 6%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, პროგნოზის განმაპირობებელი მიზეზებია უცხოური ფულადი ნაკადის გაზრდილი შემოდინება, რაც ეკონომიკური საქმიანობის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს (მაგ. ადგილობრივი ხარჯები და მომსახურების ექსპორტი), აგრეთვე პროდუქტიულობის ფაქტორის და განხორციელებული ინვესტიციების ზრდა“, - აღნიშნულია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ვებგვერდზე განთავსებულ მასალაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები