„აუგუსტის ხილის ქარხანის“ ნაწარმი 2024 წლიდან აშშ-ის ბაზარზე გამოჩნდება. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანის ექსპორტის მენეჯერმა იზა მელაძემ განუცხადა.
„ექსპორტზე გასული ვართ, ნელ-ნელა ვფართოვდებით. კანადისა და რუსეთის ბაზარი გვაქვს გვაქვს კარგად ათვისებული. პროდუქციას ევროპაშიც ვყიდით. პოლონეთში, ჩეხეთში. 2024 წლიდან აშშ-ში ვიწყებთ თანამშრომლობას. ახალი წლიდან ჩვენი პროდუქცია აშშ-ის ბაზარზე გამოჩნდება“, - ამბობს კომპანიის ექსპორტის მენეჯერი.
„აუგუსტის ხილის ქარხანა“ დაახლოებით 9 დასახელების წვენს, 5 დასახელების კომპოტსა და 8 დასახელების ჯემს აწარმოებს. აუგუსტის ქარხანაში პროდუქტი სამი ქართული ბრენდის ქვეშ ბენჟის, იამესა და აუგუსტის ხილის ქარხნის პროდუქტები იწარმოება.
„ზოგჯერ პროდუქცია მოთხოვნით მზადდება. უფრო მეტ სიმძლავრეზე გასვლა შეგვიძლია. ასევე ბაზარზე გამოგვაქვს ორი სახეობის პომიდვრის საწებელა მწარე და კლასიკური. ტყემლები - მწვანე, შერეული, წითელი და მაყვლის საწებელი. ადგილობრივ ბაზარზე პროდუქცია ქსელურად იყიდება.
ქსელებში სხვადასხვა პროდუქციით ვართ წარმოდგენილი. მაგალითად, 2 ნაბიჯში იყიდება ჯემები. „ზღაპარი“ აკეთებს პრივატულ ეტიკეტს და ისე ყიდის ჩვენს პროდუქციას. ასევე ჩვენი ნაწარმი იყიდება „ნიკორასა“ და „ფრესკოს“ ქსელში“, - ამბობს კომპანიის ექსპორტის მენეჯერი.
,,აუგუსტის ხილის ქარხანაში“ სტაბილურად 30-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
2 საათის წინ
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა3 საათის წინ
თურქეთი 2026 წელს 5G ინტერნეტის დანერგვას გეგმავს