ბოლო 11 წელში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირებაზე გამოიყო 500 მლნ ლარამდე. ამჟამად ქვეყანაში ბუნებრივი გაზის 1 500 000 აბონენტია. აქაც 2-ჯერ მეტი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2024 წელს ბოლოს მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე. „ასევე გაზიფიცირების პრობლემა იყო. 2012 წლამდე გაზიფიცირებული იყო მოსახლეობის დაახლოებით 55%, დაახლოებით 700 000 აბონენტი. ბოლო 11 წელში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირებაზე გამოიყო 500 მლნ ლარამდე. ამჟამად ქვეყანაში ბუნებრივი გაზის 1 500 000 აბონენტია. აქაც 2-ჯერ მეტი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში. 2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე", - განაცხადა პრემიერმა.
უახლესი
1 საათის წინ
Toyota-ს წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდება2 საათის წინ
სესხების დოლარიზაცია შემცირებას განაგრძობს - სებ