2024 წელს მაღაზიების ქსელი „თურსა“ თბილისში გაფართოებასა და ბათუმში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia-ს „თურსას“ დამფუძნებელმა ზურაბ ფუტკარაძემ განუცხადა, გაფართოების გეგმაზე კომპანია აქტიურად მუშაობს.
„თბილისში ჩვენი საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ. 2024 წლისთვის ასევე სიახლე გვექნება და ბათუმში გაიხსნება სასაწყობე ბაზა, ლოგისტიკური ცენტრი, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენს პარტნიორ ქარხნებთან უფრო ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა განვახორციელოთ.
აღნიშნული ბაზის ასაშენებლად მიწა ბათუმის სამრეწველო ზონაში უკვე გაქვს, რომელიც გასულ წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით შევიძინეთ. ამჟამად ბათუმის მერიისგან ნებართვების აღების პროცედურა მიმდინარეობს და 2024 წელს დავიწყებთ მშენებლობას.
ეს იქნება დახურული სასაწყობე მეურნეობა, სადაც პროდუქციას განვათავსებთ. ასევე ადგილზე ვგეგმავთ შოუ-რუმის გაკეთებას, რათა დისტრიბუტორებს, ადგილობრივ მაღაზიებსა და სხვა ტიპის ობიექტებს მივცეთ საშუალება, რომ საბითუმო ფასად შეძლონ ჩვენი პროდუქციის შეძენა-რეალიზაცია“, - განაცხადა ზურაბ ფუტკარაძემ.
„თურსას“ მფლობელი Business Insider Georgia-სთან 2023 წელსაც აფასებს და განმარტავს, რომ კომპანიისთვის 2023 წელი გაყიდვების მიმართულებით საკმაოდ გამორჩეული იყო.
„2023 წელი ჩვენთვის გამორჩეული წელი იყო ვინაიდან ბათუმში დაგვემატა ერთი ობიექტი, რომელიც ამ დროისათვის ყველაზე დიდი ფილიალია. შესაბამისად, გაყიდვების ნაწილში არის 45%-იანი ზრდა და გეტყვით, რომ 2023 წელი გაყიდვების კუთხით ყველაზე წარმატებული იყო გასულ წლებთან შედარებით.
ქსელში ასორტიმენტის განახლებას მუდმივად ვახდენთ. 2023 წელს დაახლოებით 20%-ით განვაახლეთ პროდუქციის ასორტიმენტი. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ იმპორტირებული პროდუქცია მომხმარებლის მოწონებას აქტიურად ინარჩუნებს და შესაბამისად, ამ ქარხნებთან სტაბილურად განვაგრძობთ თანამშრომლობას.
რამდენიმე თვის უკან თანამშრომლობა განვაახლეთ და ჩვენს მომხმარებელს „სუპერ ფრეშის“ (SuperFresh) პროდუქცია შევთავაზეთ. აღნიშნული კომპანია თურქეთში წამყვანი ბრენდია გაყინული პროდუქციის სეგმენტში. აქვს უმდიდრესი პროდუქციის პორტფელი და გაყინული სურსათის ბაზარზე წარმოდგენილია 21 კატეგორიაში 400-ზე მეტი პროდუქტით. აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე თვეა რაც „სუპერ ფრეშის“ პროდუქტი შემოვიტანეთ ჩვენს ქსელში და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მომხმარებელი კმაყოფილია და ეს ბრენდი ჩვენ ქსელში წარმატებით დამკვიდრდა“, - აღნიშნა „თურსას“ მფლობელმა.
აღსანიშნავია, რომ „თურსა“ ამ დროისათვის 4 ფილიალითაა წარმოდგენილი, საიდანაც ერთი თბილისში, ხოლო 3 ბათუმში მდებარეობს.
„თურსას“ პირველი მაღაზია საქართველოში, ბათუმში 2009 წელს გაიხსნა.
უახლესი
14 საათის წინ
რა სიახლეებსა სთავაზობს Kvareli Lake Resort-ი ვიზიტორებს14 საათის წინ
როგორია საქართველოში illy Caffè-ს გაფართოების გეგმები22 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე