დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს საქართველოდან $89 მილიონის ღირებულების ოქრო გავიდა

2023 წელს საქართველოდან $89 მილიონის ღირებულების ოქრო გავიდა

13-02-2024 16:00:00

ოქროს ექსპორტის ღირებულება წლიურად 8.9%-ით გაიზარდა 2023 წელს, რაც ფასების მატებითაა გამოწვეული, რადგან მოცულობა წლიურად მხოლოდ 1.5%-ითაა გაზრდილი 2.7 ტონამდე, - ამის შესახებ Galt And Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

2023 წელს საქართველოდან $89 მილიონის ღირებულების ოქრო გავიდა, 2022 წელის კი $81 მილიონის. 

ოქროს ექსპორტი საქართველოდან 2017-2021 წლები: 

2017 წელი - $71 მილიონი;

2018 წელი - $70 მილიონი;

2019 წელი - $73 მილიონი;

2020 წელი - $98 მილიონი;

2021 წელი - $64 მილიონი; 

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ექსპორტი ყველაზე მაღალი 2020 წელს იყო, ხოლო 2021 წელს $64 მილიონის ღირებულების ოქრო გავიდა, კლება - $34 მილიონია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები