დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს იაპონიაში ინფლაციამ  ბოლო 41 წლის მაქსიმუმს მიაღწია

2023 წელს იაპონიაში ინფლაციამ ბოლო 41 წლის მაქსიმუმს მიაღწია

19-01-2024 11:00:00

იაპონიაში სამომხმარებლო ინფლაცია 41 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე გავიდა და 2023 წელს 3,1%-ი შეადგინა.

2022 წელს ინფლაციის დონემ 2,3% შეადგინა. ქვეყანაში ფასების ზრდის ძირითადი მაჩვენებელი მოიცავს საწვავის ღირებულებას, მაგრამ არ ითვალისწინებს მალფუჭებადი პროდუქციის ფასებს, რადგან ისინი ექვემდებარება ძალიან დიდ რყევას. სწორედ ამ ინდექსზე დაყრდნობით ადგენს იაპონიის ბანკი ინფლაციის სამიზნეს. ამ საქონლის ჩათვლით, 2023 წელს იაპონიაში ინფლაციამ 3,2%-ს მიაღწია, მალფუჭებადი პროდუქტებისა და საწვავის გარეშე - 4%-ს.

იაპონიაში ინფლაციის ძირითად მიზეზად რჩება ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდა, ასევე ეროვნული ვალუტის მუდმივი შესუსტება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები