Verstka-ს ცნობით, 2022 წელს რუსეთში 83 აფეთქება მოხდა. გამოცემამ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემები შეისწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში აფეთქებების რეკორდული მაჩვენებელია. წლის განმავლობაში მსგავს შემთხვევებს 55 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 10 647 ადამიანი დაშავდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთში მოხდა ტერორისტული თავდასხმები და საყოფაცხოვრებო გაზის გაჟონვის გამო განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები, ყოველწლიურად აფეთქებების რაოდენობა არ აღემატებოდა 20-ს,“ - აღნიშნავს Verstka.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 2022 წლის ანგარიში მოიცავდა საცხოვრებელი კორპუსების, საწყობების, ნაღმების აფეთქებებების სტატისტიკას, ასევე ოქტომბერში ყირიმის ხიდზე აფეთქებას. გარდა ამისა, დეპარტამენტი ითვალისწინებს ხანძრის შედეგად მომხდარ აფეთქებებს, აღნიშნა კონსტანტინე კუზნეცოვმა, სახანძრო უსაფრთხოების ფონდის ექსპერტმა გამოცემასთან კომენტარში.
თუმცა, აფეთქებების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ფეთქებადი ობიექტია, ანუ ბომბი, რაკეტა, ნაღმი, ყუმბარა, განმარტავს Verstka. ამ მიზეზით 83 აფეთქებას 55 ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემა მიიჩნევს, რომ 2022 წელს აფეთქებების რაოდენობის ზრდა პირდაპირ კავშირშია საომარ მოქმედებებთან.
უახლესი