2022 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 3 361.0 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 20.0 პროცენტით მეტი), ხოლო ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ ამავე პერიოდში 2 528.7 მილიონი მ3 შეადგინა, რაც 13.6 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
2021 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა შინამეურნეობების სექტორში (9.4 პროცენტით მეტი). მოთხოვნის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა საგზაო ტრანსპორტში და მრეწველობის ცალკეულ დარგებში.
ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 41.8 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე.
უახლესი
1 საათის წინ
Toyota-ს წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდება2 საათის წინ
სესხების დოლარიზაცია შემცირებას განაგრძობს - სებ