დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი გახანგრძლივდა - ავტოიმპორტიორები

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი გახანგრძლივდა - ავტოიმპორტიორები

27-12-2023 19:00:00

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსი ნონიაძის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ავტოიმპორტიორების მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი გახანგრძლივდა. 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენჯერმე გაიმართა ავტო იმპორტიორებისა და ავტო იმპორტთა ასოციაციის შეხვედრა. ვისაც გაინტერესებთ შეხვედრება რა მოიტანა გეტყვით. ყველა ავტომფლობელი, რომელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბირკით 2013 წლის ქვემოთ არის და ამა წლის 1-ელ დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერზე, გზაშია და 1-ელ იანვრამდე არ ესწრება ჩამოსვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით ისარგებლებენ და ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან.

დადგენილება მზადდება და ოფიციალურად საზოგადოებას საჯაროდ ეცნობება.

ყველას დიდი მადლობა ვინც გულშემატკივრობდა, აქტიურობდა და გვერდში დაგვიდგა. მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომას და კონსენსუს ალტერნატივა არ გააჩნია, თუ ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობა გვაქვს განზრახული!“- აცხადებს ნონიაძე. 

იგივე თემაზე: 

გვაქვს მოლოდინი, რომ მთავრობა 2013 წლამდე წარმოებული ავტომანქანების იმპორტისთვის საშეღავათო პერიოდს დაუშვებს - ასოციაცია

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები