19 აგვისტოს ბათუმში ბათუმის თაფლის ფესტივალი გაიმართება.
ორგანიზატორები: აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაცია და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება
მხარდამჭერები: აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა, აჭარის მთავრობა.
ფასილიტატორი: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს და შვედეთის მიერ დაფინანსებული მერსი ქორფსის კავკასიის ალიანსების პროგრამა 2
მონაწილეები:
ბათუმის თაფლის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ქართული თაფლის სხვადასხვა სახეობები და ყველაფერი, რაც მეფუტკრეობას უკავშირდება.
ფესტივალი ორი დღის მანძილზე უმასპინძლებს ბათუმის მაცხოვრებლებსა და მის სტუმრებს - 19 აგვისტოს შუადღის 12:00 საათიდან 21:00 საათამდე და 20 აგვისტოს დილის 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.
ბათუმის თაფლის ფესტივალის ისტორია 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ ზღვისპირა ქალაქის საყვარელ ტრადიციად იქცა. ის თანაბრად პოპულარულია ადგილობრივებსა და ტურისტებში. წელს ფესტივალი მეხუთედ ტარდება და მას უკვე ელოდებიან თაფლის მოყვარულები და გულშემატკივრები, მასში აქტიურად მონაწილეობენ კერძო სექტორის წარმომადგენლები და აქვს ადგილობრივი ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა.
ფესტივალის ვიზიტორებს შეეძლებათ სხვადასხვა სახეობის თაფლის და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების დაგემოვნება და შეძენა, მათ შორის წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი სანთლები და კოსმეტიკური საშუალებები. ფესტივალი დატვირთული იქნება ინტერაქტიური გასართობი ღონისძიებებით, კონკურსებით, მასტერკლასებით და ცოცხალი მუსიკით. მეფუტკრებს შეეძლებათ ნახონ და მეტი გაიგონ კლიმატზე ადაპტირებული სკების და ბიო ფიჭის შესახებ.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
2 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა