დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

13-06-2023 10:18:21

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. 21 დაღუპული, 2 დაკარგული და ათასობით დაზარალებული მოქალაქე - ასეთია 13 ივნისის სტიქიიის შედეგი.

სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.

მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, მცირე ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. ამგვარად, თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი, 13 მგელი და ბეჰემოთი აღმოჩნდა.

მდინარე ვერე 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებშიც ადიდდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები