11 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ, ვგეგმავთ ახალი ვენახის გაშენებას - „ვარციხის მარანი“
კომპანია „ვარციხის მარნის“ დირექტორი თამაზ ცირეკიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ კომპანია 2024 წელს ყურძნის იმ ჯიშების გაშენებას გეგმავს, რომელიც ძველია და უკვე გადაშენების პირასაა.
„ვარციხის მარნის“ ბრენდის ქვეშ 2024 წელს ახალ ღვინოსაც ჩამოვასხამთ. ვარციხეში, ჩვენს ტერიტორიაზე გვაქვს გაშენებული ვენახები და ამავდროულად, გვაქვს 3 ჰექტარი მიწა კახეთში, სოფელ ვაზისუბანში, თელავთან ახლოს. სტაბილურად ვაწარმოებთ 11 სახეობის ღვინოს“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
მისივე თქმით „ვარციხის მარნის“ ღვინო მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, რამდენიმე ქსელში და კომპანიის ობიექტებში იყიდება. ამიტომ ექსპორტზე უარი ვთქვით, აქცენტს ვაკეთებთ ღვინის ხარისხზე“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
კომპანია აქცენტს აკეთებს დასავლეთ საქართველოს ღვინოებზე, როგორიცაა ციცქა, ცოლიკოური, გლახუნა, ალადასტური, ოცხანური.
კომპანია 45 ჰექტრამდე ვენახს ფლობს დასავლეთ საქართველოში, ვარციხეში. გაშენებულია 15 ჰექტარი. „ვარციხის მარანი“ აწარმოებს ნატურალურ ღვინოებს.
„ვარციხის მარანი“ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს, ხოლო კომპანიის ქოლგის ქვეშ რესტორანი და სასტუმრო 2022 წელს გაიხსნა.
იგივე თემაზე:
„შატო ვარციხეში“ დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი და საჯინიბო გაიხსნება - ინვესტიცია ₾500 ათასია
უახლესი
10 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო