დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზიპლაინის სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა - გიორგი მერკვილაძე

ზიპლაინის სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა - გიორგი მერკვილაძე

17-07-2024 16:00:00

ზიპლაინის სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა, საუბარია როგორც ზიპლაინის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, ისე მათი მომხმარებლების სტატისტიკაზე. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „აქტივიტის“ თანადამფუძნებელმა გიორგი მერკვილაძემ განაცხადა, ზიპლაინით სარგებლობისთვის ყველაზე ხელსაყრელი სეზონი მაისიდან სექტემბრის ჩათვლით გრძელდება და შესაბამისად, აგვისტოსა და სექტემბერში მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

კომპანია „აქტივიტი“ წლებია ქვეყანაში ზიპლაინის და სხვა ატრაქციების ინფრასტრუქტურის განვითარებითაა დაკავებული და ასრულებს როგორც საკუთარი, ისე სხვა კომპანიების შეკვეთებს. 

„ჩვენს მაგალითზე, ყველა ობიექტზე გაიზარდა მოთხოვნა. უცხოელი ტურისტებიდან ზიპლაინით ყველაზე მეტად დაინტერესებული არიან ტურისტები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ისრაელიდან. ძირითადი მასა ესენი არიან, ვინც ჩვენს ობიექტებს ტვირთავენ. ცხადია ინტერესი სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების მხრიდანაცაა“, - ამბობს გიორგი მერკვილაძე.

დღეისათვის კომპანია 5 ზიპლაინს აერთიანებს, საიდანაც ყველაზე გრძელი კუს ტბის ზიპლაინია, ხოლო ყველაზე მოთხოვნადი ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზიპლაინი.

კუს ტბის 1200 მეტრიანი ზიპლაინი;

​მარტვილის კანიონის 300 მეტრიანი ზიპლაინი ;

ბათუმის ბოტანიკური ბაღის 500 მეტრიანი ზიპლაინი;

თბილისის ბოტანიკური ბაღის 280 მეტრიანი ზიპლაინი (ამჟამად სარემონტო სამუშაოების გამო დროებით დაკეტილია);

კინჩხას 650 მეტრიანი ზიპლაინი.

კომპანია „აქტივიტი“ ამ დროისათვის რამდენიმე საკუთარ პროექტსაც ახორციელებს.

გიორგი მერკვილაძის თქმით, ზიპლაინის მშენებლობაზე ქვეყნის მასშტაბით მოთხოვნა არის და შეკვეთებიც აქტიურად შედის. 

„მშენებლობაში ჯერჯერობით კონკურენტები არ გვყავს.  ზიპლაინებზე მოთხოვნა არის. მაგალითისთვის გეტყვით, რომ აჭარაში ვახორციელებთ 2 შეკვეთას ზიპლაინის მშენებლობასთან დაკავშირებით“, - ამბობს მერკვილაძე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები