დღეს იუთუბზე ამერიკელი ბავშვებისთვის პრემიერა შედგება, ამის შესახებ ჟირაფი ჟოზეს იდეის ავტორი გიორგი მარშანია სოცალურ ქსელში წერს.
„დაახლოებით 18 თვის წინ, პირველი მეილი რომ მივიღე ამერიკელებისგან, სათაური ჰქონდა ასეთი:
JOZE TAKES OVER AMERICA !! (ჟირაფი ჟოზე ამერიკას იპყრობს.)
სოფელ გლდანში დახატულ პერსონაჟზე ამას რომ გწერენ ნიუიორკიდან და ლოსანჯელესიდან ერთდროულად,
მთლად დამაჯერებელი არ არის, მაგრამ 6 საათში ჟოზეს პირველი სერიის პრემიერაა იუთუბზე, ამერიკელი ბავშვებისთვის.
ჯერ ზუსტად არ ვიცი რას იზამს ჟოზე ამხელა აუდიტორიასთან, მაგრამ ქართველი ბავშვების სიყვარულმა ეს ქვეყანა რომ ვერ დაიტია და ოკეანის გაღმა. გავიდა ყვითელი ბედნიერება - ეს ფაქტია.
როგორც არ უნდა იყოს, მადლობა თქვენ, ვინც ჟოზეს უყურებთ! მადლობა, ვინც ჟოზეს გულშემატკივრობს!ჟოზეს ძალიან უყვარხართ“, - მარშანია სოციალურ ქსელში.
უახლესი