დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზაფხულის ტურისტულ სეზონს აჭარა სიახლეებით ხვდება

ზაფხულის ტურისტულ სეზონს აჭარა სიახლეებით ხვდება

18-06-2024 13:01:00

ბათუმში ორდღიანი “ზაფხულის ფესტივალით” ტურისტული სეზონი ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალზე, რომელიც დატვირთული იყო ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და აქტივობებით, მსმენელის წინაშე ბენდები “მგზავრები”, “სალიო”, “კახაბერი და ხანუმები”, “ურსა”, “სახე” და სხვა მოწვეული შემსრულებლები წარსდგნენ. ფესტივალის სივრცეში 15-მდე ლაუნჯი და კაფე-ბარი სტუმრებს საზაფხულო მენიუს სთავაზობდა. იქვე მოეწყო ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეც, სადაც ვიზიტორებს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შეძენა შეეძლოთ. ფესტივალი დრამების შოუთი და კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნა. შემდეგ ფესტივალში ივლისში უკვე ქობულეთი უმასპინძლებს.

სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს, როგორც ბათუმის ისე მთიანი აჭარის მიმართულებით. 25-მდე მარკირებული ტურისტული ბილიკი და ახალი ტურისტული პროდუქტია მზად ტურისტების მისაღებად. მათ შორისაა ხიხანის განახლებული ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, მირვეთის ბილიკი განახლებული ინფრასტრუქტურით და საპიკნიკე სივრცეები ყველა მუნიციპალიტეტში. ახალ კვების და განთავსების ობიექტებთან ერთად, ბათუმში ვიზიტორებს განახლებული გმირთა ხეივანი დახვდებათ. 


 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები