დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზაფხულის სეზონზე სასტუმრო 90%-ით იყო დატვირთული - Step Inn

ზაფხულის სეზონზე სასტუმრო 90%-ით იყო დატვირთული - Step Inn

12-09-2024 01:00:00

როგორც ჩვენი სასტუმრო, ასევე ყაზბეგის რეგიონი ზაფხულის სეზონზე ტურისტების ვიზიტების კუთხით, მაღალი დატვირთულობით გამოირჩეოდა, - ამბობს Business Insider Georgia-თან  სასტუმრო Step Inn-ის დამფუძნებელი ანი ალიბეგაშვილი.

„ყაზბეგში ზაფხულის სეზონზე იყო ძალიან ბევრი ვიზიტორი. დაახლოებით 80-90%-ის დატვირთულობით მუშაობდნენ სასტუმროები და კოტეჯები. მაღალი იყო მოთხოვნა. გვსტუმრობდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და ამ კუთხით სტატისტიკა არის შეცვლილი და უფრო მეტად გვსტუმრობდნენ აზიიდან და  აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ვიზიტორები, ვიდრე ევროპის ქვეყნებიდან“, - განაცხადა ანი ალიბეგაშვილმა.

მისი თქმით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა საამიროებიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან.

„ეს ქვეყნები იყვნენ მოწინავეები ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე“, - ამბობს ანი ალიბეგაშვილი.

 მისი თქმით შეიცვალა მომხმარებლის ქცევა და წინასწარ ჯავშნებს აღარ აკეთებენ.

„ზამთრის სეზონისთვის ვემზადებით. ვცდილობთ მოთხილამურეებისთვის გავაკეთოთ შეთავაზებები. ზამთრის პერიოდში დაბალი სატარიფო შეთავაზება გვექნება და გვაქვს მოლოდინი, რომ სასტუმროს სერვისი საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება“, - ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი. 

ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში 2 მილიონი ევროს მოცულობის ევროპული ინვესტიციით (გერმანულ-პოლონური კაპიტალი) სასტუმრო Step Inn-ი 2023 წლის ივნისში გაიხსნა. სასტუმროსი 20 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები