დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
www.eski.ge - სოციალური საწარმოების პირველი e-commerce პლატფორმა

www.eski.ge - სოციალური საწარმოების პირველი e-commerce პლატფორმა

06-08-2024 15:00:00

სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკი“ ბაზარზე 2022 წლის სექტემბერში გამოჩნდა და პირველი სივრცეა, რომელმაც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების პროდუქცია ერთ სივრცეში გააერთიანა.

,,ესკიში“ საქართველოში მოქმედი 30-მდე სოციალური საწარმოს 350-ზე მეტი დასახელების ხელნაკეთი ნივთია თავმოყრილი.

მას შემდეგ, რაც ესკის მაღაზია ქალაქის შუაგულში გაიხსნა, დამფუძნებლებმა პირველი მნიშვნელოვანი მისია დადეს — აუცილებლად უნდა შეექმნათ e-commerce პლატფორმა, რომელიც პარტნიორ სოციალურ საწარმოებს უკვე ონლაინ სივრცეში გააერთიანებდა, ასე შეიქმნა პირველი მულტიბრენდული ელექტრონული პლატფორმა www.eski.ge

ესკის მთავარი იდეა პარტნიორი სოციალური საწარმოების მხარდაჭერა და ეკონომიკური გაძლიერებაა, ელექტრონული პლატფორმის შექმნით კი, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა მათი ცნობადობის ამაღლების და გაყიდვების სტიმულირებისთვის. თანამედროვე სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია იყო მოქნილი, ადვილად ადაპტირებადი და ხელმისაწვდომი ყველა სივრცეში.

Eski.ge-ზე ნახავთ სოციალურ საწარმოებს, ნახავთ, როგორ ზრუნავს კომპანია გარემოზე, აძლიერებს ქალებს, ქმნის თანასწორუფლებიან ინკლუზიურ გარემოს და ზუსტად ამ იდეებსა და ღირებულებებზე დაყრდნობით აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც უნიკალურ, ხელნაკეთ და საოცრად დახვეწილ ნივთებს ქმნიან.

იდეის მხარდამჭერი, პირველ რიგში, ევროკავშირი იყო, რომელიც  სოციალური საწარმოებისა და ზოგადად სექტორის განვითარებას უწყობს ხელს საქართველოში.

სწორედ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში 2024 წლის პირველი მისია გუნდმა წარმატებით შეასრულა და მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადა სოციალური საწარმოების პროდუქტის შეძენა.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სოციალური ინოვაციების პლატფორმის პროგრამის ფარგლებში კი, ჰეკს/ეპერ სამხრეთ კავკასიის ფინანსური მხარდაჭერით ესკის გუნდი პლატფორმის ცნობადობის ზრდაზე ზრუნავს.

დაათვალიერე სოციალური მისიებით შექმნილი 350-მდე უნიკალური ნივთი და გაუზიარე მეგობრებს ეს იდეები და ღირებულებები.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები