დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Wizz Air-ის აპლიკაციაში გადახდა უკვე Google Pay-თა და Apple Pay-ით არის შესაძლებელი

Wizz Air-ის აპლიკაციაში გადახდა უკვე Google Pay-თა და Apple Pay-ით არის შესაძლებელი

26-09-2024 20:00:00

ავიაკომპანია ერთგულ მომხმარებლებს მობილურით გადახდის სწრაფ და მარტივ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

Wizz Air-მა, ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ მსოფლიოში, თავის მობილურ აპლიკაციაში Apple Pay-თა და Google Pay-ით გადახდა დანერგა, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ბილეთის დაჯავშნისა და შეძენის პროცესს. ეს ახალი ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია Wizz Air-ის  ოფიციალურ აპლიკაციაში  iOS და Android მოწყობილობებისთვის.

პოპულარული ციფრული გადახდის ხელსაწყოების ინტეგრაციით, Wizz Air-ი ზრუნავს მომხმარებლების კომფორტზე და სთავაზობს მათ მოქნილ გადახდის მეთოდებს.  მოგზაურებს ახლა შეუძლიათ ისარგებლონ სწრაფი და უსაფრთხო გადახდის პროცესით, როგორც ბილეთების, ასევე დამატებითი სერვისების შეძენისას. ეს ინიციატივა უკავშირდება Wizz Air-ის მიერ Revolut-ის ბარათების დანერგვას, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ავიაკომპანიის ვალდებულებაში, გააფართოოს გადახდის გადაწყვეტილებები. Apple Pay-სა და Google Pay-ის დამატება ხაზს უსვამს Wizz Air-ის ერთგულებას მისი მომხმარებლების განვითარებად საჭიროებებთან ადაპტაციისადმი, რაც მოგზაურობის დაგეგმვას შეუფერხებელს და ეფექტურს ხდის.

ახალი ფუნქცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს განახორციელონ სწრაფი და შეუფერხებელი გადახდები გამგზავრებამდე 10 დღით ადრე, განსაკუთრებით სასარგებლოა მომხმარებლებისთვის, რომლებიც ცოტა ხნით ადრე გეგმავენ მოგზაურობას და სჭირდებათ ბილეთის შეძენა სწრაფად და შეუფერხებლად. მოგზაურთა 30%-ზე მეტს ურჩევნია შეიძინოს დამატებითი სერვისები და პროდუქტები დაჯავშნის პროცესის შემდგომ ეტაპზე და მომხმარებლების თითქმის ნახევარი ამას აკეთებს აპლიკაციის საშუალებით. გადახდის ამ ახალი ვარიანტების დანერგვით, დამატებითი სერვისების დამატება ბევრად ადვილი გახდა.

„მოხარული ვართ, გავაუმჯობესოთ გადახდის ვარიანტები Apple Pay-სა და Google Pay-ის დანერგვით. ეს სიახლე არა მხოლოდ ამარტივებს დაჯავშნის პროცესს, არამედ ხაზს უსვამს ჩვენს ვალდებულებას მივაწოდოთ მოგზაურებს ინოვაციური და მოსახერხებელი გადაწყვეტილებები, რომლებიც დააკმაყოფილებს  მათ საჭიროებებს.” - რემუს მორარუ, Wizz Air-ის ელექტრონული კომერციის ხელმძღვანელი.

Wizz Air-ის შესახებ:

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა–ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 224 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 62 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს (F24), რომელიც მთავრდება 2024 წლის მარტში. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air აღიარეს ყველაზე მდგრად ავიაკომპანიად 2021-2023 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა Wizz Air დაასახელა, როგორც „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი“ 2022 და 2023 წლებში.

 

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები