ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი სალონის ეკიპაჟის წევრებს ეძებს. ამ მიზნით ავიაკომპანია კადრებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში არჩევს,მათ შორის საქართველოში. Wizz Air-ი თანამშრომლობის მსურველებთან გასაუბრებას ქუთაისში 12 ივნისს გამართავს.
„კარიერის შექმნა უფრო ადვილი არასდროს ყოფილა! მზად ხართ, გადადგათ ახალი დიდი ნაბიჯი თქვენს პროფესიულ კარიერაში? გააკეთეთ ერთადერთი არჩევანი Wizz Air-ზე, ევროპის ყველაზე მწვანე და სწრაფად მზარდ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიაზე.
Wizz Air-ში გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ზრდისა და განვითარების უსასრულო შესაძლებლობების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვფართოვდებით და ვეძებთ თქვენს მსგავს მოტივირებულ კანდიდატებს WIZZ-ის სალონის ეკიპაჟის პატივსაცემ გუნდში გასაწევრიანებლად. ჩვენი გუნდის წევრობა შესაძლებლობების სამყაროს კარს გაგიხსნით“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თუ ხარ დაინტერესებული დასაქმდე Wizz Air-ში მაშინ დეტალურ პირობებს გაეცანით ავიაკომპანიის საიტზე, ხოლო გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით აქ!
უახლესი
2 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე4 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა4 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს4 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა