WinExpo 2023-ის ფარგლებში, ტრადიციულად, ღვინის საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. გამარჯვებულები ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.
უმაღლესი რანგის ჯილდო-ტროფი Mildiani Family Winery / საოჯახო მეღვინეობა მილდიანმა და Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთიმ მოიპოვა.
WinExpo Georgia 2023-ის ფარგლებში, ღვინის საერთაშორისო რიგით 13-ე კონკურსის გამარჯვებულები ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. (11ჟიურის წევრი - 7 ქვეყნიდან) კონკურსი ბრმა გასინჯვის პრინციპით ჩატარდა.
2დღის განმავლობაში გაისინჯა 80-მდე კომპანიის 250-ზე მეტი სახეობის ღვინო.
გამარჯვებულები გამოვლინდენ შემდეგი კატეგორიების ღვინოებში - თეთრი, ნახევრად ტკბილი, თეთრი ქვევრის, თეთრი მშრალი, წითელი მშრალი, წითელი ქვევრის, წითელი ნახევრად ტკბილი, როზე.
WinExpo 2023-ის ფარგლებში, ღვინის საერთაშორისო კონკურსში ოქროს მედლები შემდეგი კომპანიების ღვინოებმა მოიპოვეს: ხმელოს მარანი, ლომისკარელი , საოჯახო მეღვინეობა მილდიანი, გიდა ვაინი, მარანი, მეღვინეობა ჩელთი.
გაიცა 80 ბრინჯაოს, 67ვერცხლის, 9 ოქროსა და 3 ტროფის მედალი (უმაღლესი ჯილდო).
გამარჯვებული ღვინოების დაგემოვნებას ვიზიტორები დღეს შეძლებენ . გამოფენა 19:00 საათზე იხურება.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WINEXPO კავკასიის რეგიონში, მეღვინეობის დარგში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც დარგისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა აქტივობას აერთიანებს.
WinExpo Georgia 2023-ის მხარდამჭერები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2023 2-4 ივნისს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-11 პავილიონსა და მის მიმდებარე სივრცეში 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე იმართება.
უახლესი
10 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე12 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა12 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს