დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვცდილობთ, 2024 წელი ავიაბაზრისთვის უფრო რეკორდული იყოს - მარიამ ქვრივიშვილი

ვცდილობთ, 2024 წელი ავიაბაზრისთვის უფრო რეკორდული იყოს - მარიამ ქვრივიშვილი

01-03-2024 16:15:00

ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რომ 2024 წელი იყო უფრო რეკორდული ყველა პარამეტრებით ვიდრე ეს იყო 2023 წელს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველომ უკვე წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები Austrian Airlines--სთან და Transavia-სთან და გრძელდება ასევე მუშაობა ლონდონის მიმართულებით პირდაპირ ფრენების დაწყებაზე, ხოლო ჩინეთის მიმართულებით სიხშირეების და მიმართულებების დამატებაზე. 

„2019 წლის მაჩვენებლები ჩვენ სრულად აღვადგინეთ 2023 წელს. სამი საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობით ჩვენ შევძელით და ვუმასპინძლეთ 6 მლნ-ზე მეტ მგზავრს. გარდა ამისა ჩვენი ძალისხმევით წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებებისა 2023 წელს ჩვენ ქვეყანაში შემოვიყვანეთ 10-ზე მეტი ავიაკომპანია და დავამატეთ ჩვენი ქვეყნის საავიაციო ბაზარს 23-ზე მეტი ახალი მიმართულება.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აქედან 10 არის ევროპული მიმართულება, რაც არის ჩვენი მთავარი ღირებულება, რომ უზრუნველვყოთ დივერსიფიცირება ავიაციის ინდუსტრიაში, ისევე როგორც ტურიზმის სექტორში. განსაკუთრებით თვალსაჩინოა რამხელა წვლილი აქვს საჰაერო გზით შემოსული ტურისტებს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის შემოსავლებში, რომელიც არის სრულად აღდგენილი და გაზრდილი. თუ ჩვენ დავაჯამებთ სპარსეთის ყურისა და ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტულ ნაკადებს, ისევე როგორც მათ დანახარჯებს.

განვაგრძობთ მოლაპარაკებებს პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რომ 2024 წელი იყოს უფრო რეკორდული ყველა პარამეტრებით ვიდრე 2023 წელი.

ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება ორ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან, როგორიცაა Austrian Airlines-ი, რომელიც დაიწყებს ფრენებს თბილისს და ვენას შორის და ასევე ავიაკომპანია Transavia, რომელიც ფრენებს შეასრულებს ამსტერდამსა და თბილისს შორის.

ასევე გაქვს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები პირდაპირი რეისების დაწყებაზე ლონდონის მიმართულებით ასვე გაქვს მოლაპარაკებები ჩინეთის მიმართულებით სიხშირეების და მიმართულებების ზრდაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის ხელისუფლებამაც მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებისათვის გააუქმა სავიზო რეჟიმი, რასაც წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ჩვენც გავაუქმეთ ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა 2023 წლის მონაცემები, სადაც წერია, რომ 2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 358.5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 875.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.0-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.1- ჯერ აღემატება გასული 2022 წლის მაჩვენებელს.

2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 224.2 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 425.8 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წელთან შედარებით, შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (66.4 პროცენტით), ისე ტვირთბრუნვის (65.6 პროცენტით) მოცულობა.

2023 წელს საქართველოს აეროპორტები 6 005.7 ათას მგზავრს მოემსახურა1, რაც 34.8 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 2 987.4 ათასი მგზავრი (36.0 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3 018.3 ათასი მგზავრი (33.5 პროცენტით მეტი).

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები