სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ რეგიონებში საკონსულტაციო ცენტრებს ქმნის, რომლის ძირითადი მიზანი მეწარმეებისთვის ადგილზე მომსახურების გაწევა და საჭიროებებზე მორგებული დაფინანასების მოძეიბაში დახმარებაა. პირველი საკონსულტაციო ცენტრი ზუდგიდში უკვე გაიხსნა, რომელიც სამეგრელო - ზემო სვანეთის არეალს დაფარავს.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ამბობს, მეწარმეებისთვის ყველაზე აქტუალური საკითხების მოსაგვარებლად სააგენტო მათთან შეხვედრებს იწყებს.
„დღეს ქვეყანაში და განსაკუთრებით რეგიონებში, გამოწვევაა მეწარმეებისთვის ბიზნეს განათლება და ბიზნეს საკონსულტაციო სერვისების მისაღებად ხშირ შემთხვევაში მეწარმეებს თბილისში ჩამოსვლა უწევთ რაც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის მეწარმეებს და აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას!
სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა ყველა რეგიონში საკონსულტაციო ცენტრები რომლის ძირითადი მიზანი მეწარმეებისთვის ადგილზე მომსახურების გაწევა და საჭიროებებზე მორგებული დაფინანსება იქნებოდა
პირველი საკონსულტაციო ცენტრი უკვე გაიხსნა ქალაქ ზუგდიდში, რომელიც სამეგრელო - ზემო სვანეთის არეალს დაფარავს.
ვიწყებთ შეხვედრებს მეწარმეებთან, მათთვის ყველაზე აქტუალური საკითხების მოსაგვარებლად“, - დაწერა მიხეილ ხიდურელმა სოციალურ ქსელში.
ცნობილია, რომ 20 თებერვალს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეებისთვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა თემაზე: როგორ მოვამზადოთ ბიზნეს გეგმა.
სამუშაო შეხვედრაზე სრულად დაიფარება ბიზნეს-გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები:
ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3SyDUGq
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1.
უახლესი