გარემოს ეროვნული სააგენტო რეგულარულად მოახდენს ჰაერის ხარისხის გაზომვას, მონიტორინგს - , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქვეყანაში ორი პრობლემური და დამაბინძურებელი გვაქვს, ესენია მყარი ნაწილაკები და აზოტის ორჟანგი.
„ამას უფრო დეტალურად განმარტავენ ჩვენი შესაბამისი სპეციალისტები, მაგრამ ბოლო 4 წლის გაზომვები გვაჩვენებს, რომ აზოტის ორჟანგით ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო არის სწორედ ეს მოძველებული და გაუმართავი ავტოტრანსპორტი.
კერძოდ, ამ დამბინძურებლის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება უმსხვილეს ქალაქებში, თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზესტაფონში, მარნეულში, ხაშურში, ახალციხეში და ჭიათურაში.
გეტყვით, რომ აღნიშნული პრობლემა ყველაზე მძაფრად დედაქალაქში დგას, სადაც ყოველდღიურად ყველაზე მეტი ავტომობილი მოძრაობს.
თბილისში ნორმების გადაჭარბება 25-დან 13 ლოკაციაზე ფიქსირდება და ამ ლოკაციებზე, რიგ ქუჩებზე გადაჭარბება ორჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. რაც ყველაზე მეტად ყურადსაღებია, ჩვენ გასულ წელს გავზომეთ ჰაერის ხარისხი და ბოლო პერიოდში გაზრდილია საგრძნობლად ეს მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების მოცულობა. ამას სჭირდებოდა დროული რეაგირება.
ჩვენ ასევე გადავხედეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. რეგიონში არც ერთი ქვეყანა აღარ დარჩა, რომელმაც ევრო 5-ის სტანდარტზე არ გადაიყვანა მთელი ავტოპარკი და ეს რეგულაციები მანამდე უკვე შემოღებული აქვთ ზოგიერთ ქვეყნებს, მათ შორის, ჩვენს მეზობლებს სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც, ევროპაზე, რა თქმა უნდა, აღარ მაქვს საუბარი. ევროპაში დიდ ხანია ეს სტანდარტია დაწესებული.
კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, არ შეეხება არც ერთ უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილს. საუბარი არის იმ ავტომობილზე, რომელსაც შეიძენენ 2024 წლის პირველი იანვრიდან. პრაქტიკაში ეს იქნება 2013 წელს გამოშვებული ავტომობილები და უფრო ახალი ავტომობილები", - განაცხადა პრემიერმა.
უახლესი