დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ იმუშევებს თბილისის ახალი აეროპორტის დიზაინზე - მარიამ ქვრივიშვილის განმარტება

ვინ იმუშევებს თბილისის ახალი აეროპორტის დიზაინზე - მარიამ ქვრივიშვილის განმარტება

25-12-2023 08:56:00

ავიაციის კუთხით ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ ვინ იმუშავებს თბილისის ახალი აეროპორტის დიზაინზე, რადგან ეს ობიექტი ქვეყნის კარიბჭე და სახეა: 

„როდესაც ახალ აეროპორტზე ვსაუბრობთ, ამ პროცესში რომელი გზაც არ უნდა ავირჩიოთ საქართველოს მთავრობა აპირებს ითანამშრომლოს ისეთ მსოფლიო დონის კომპანიებთან, არქიტექტორებთან, რომელთაც აქვთ მსოფლიოში გაკეთებული საუკეთესო აეროპორტები.

რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ იქნება ტენდენციური მომდევნო წლებში. აშენდება ლამაზი აეროპორტი, იქნება ქმედითი და ეს არის ის გზა, რასაც საერთაშორისო და ასევე შიდა აეროპორტების განვითარებისთვის მუდმივად გამოვიყენებთ“,- ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.

მისი თქმით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი არის საუკუნის პროექტი ქვეყნისთვის და ალბათ რეგიონისთვისაც.

„დღეს ჩვენ ვაწარმოებთ კვლევით სამუშაოებს ვაზიანის ტერიტორიაზე,  როგორც ტექნიკური, ასევე  ეკონომიკური მიზანშეწონილობის კუთხით. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ მზად გვექნება როგორც ტექნიკური ისე ეკონომიკური კვლევა იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ დაადაროს ეს ორი პროექტი ერთმანეთს და მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელია ქვეყნისთვის სწორი გზ ა და სწორი არჩევანი.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის დინამიკა, ის განვითარების გეგმა ის ამბიციები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს არამხოლოდ ტურიზმსა ან ავიაციაში ზოგადად, აეროპორტმა უნდა უპასუხოს ყველა ამ ამბიციას. შესაბამისად, გვინდა ისეთი აეროპორტი, რომელსაც დიდი გამტარუნარიანობა ექნება. ჩვენ შევძლებთ აეროპორტის ტერიტორიაზე ქართველი მეწარმეებსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ განავითარონ კარგო ტერმინალები, კვების ობიექტები, ტექნიკურ ლოგისტიკური ცენტრები, წარმოება და ასე შემდეგ, რომ შევქმნათ ერთიანი ეკოსისტემა და გამოვიდეთ იმ პრიზმიდან, რომელიც გულისხმობს რომ აეროპორტი მხოლოდ მგზავრზე მორგებული უნდა იყოს.

ჩვენ გვინდა სწორი ჯაჭვი იმისთვის, რომ ჩვენი ახალი აეროპორტი ნებისმერი არჩევანის შემთხვევაში იყოს ლოგისტიკური და ტრანზიტული ცენტრი. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაფართოოთ ტრანსპორტის ეს მიმართულება და ვნახოთ მეტი ეკონომიკური სარგებელი, ვნახოთ მეტი ქართული კომპანია ჩვენს საერთაშორისო აეროპორტში, ვნახოთ მეტი დასაქმების ადგილი და ცხადია ვნახოთ მეტი მილიონობით მგზავრი ქვეყანაში, რომელიც ჩვენს ახალ აეროპორტს გამოიყენებს არამხოლოდ საქართველოში ჩამოსასვლელად არამედ ტრანზიტისთვისაც“,- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები