Voyager-ის სტრატეგია და განვითარების გეგმები მიმართული იქნება იმისკენ, რომ 2024 წელი 2023 წელზე უკეთესი იყოს და ქვეყანაში უფრო მეტი ტურისტის შემოყვანა უზრუნველყოს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანია Voyager-ის ("ვოიაჟერი") დირექტორმა სოფო აზარაშვილმა. თავად Voyager-ი კი ავიაკომპანიების flydubai-ს, Gulf Air-ის, Jazeera Airways-ის, Flynas-ის და Indigo-ს გენერალური დისტრიბუტორია საქართველოში.
„2023 წელი Voyager-ისთვის გალფის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების თუ მგზავრების რაოდენობით საკმაოდ წარმატებული იყო. ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ გაფლის ქვეყნებიდან ვიზიტორების 40%-იანი ზრდა გაქვს“, - აღნიშნა სოფო აზარაშვილმა.
კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2024 წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყოს.
„ამისთვის კი ვგეგმავთ ძალიან ბევრ, სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. ასევე გალფის ქვეყნებში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც, რაც იმ ქვეყნებში საქართველოს ცნობადობის ზრდას კიდევ უფრო დაეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ გალფის ქვეყნებიდან ძალიან ბევრი მოგზაურობს საქართველოში, არის კიდევ დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა, რომ არსებული ციფრები გავზარდოთ.
გალფის ქვეყნებიდან ჯავშნების კუთხით 2024 წელი საკმაოდ კარგად დაიწყო, იანვარი იყო ამ მიმართულებით საინტერესო და ანალოგიური ტენდენცია გრძელდება თებერვალზეც. ვფიქრობთ, რომ ზაფხულში განსაკუთრებით კარგ ციფრებს ველოდებით, რადგანაც დროის აღნიშნულ მონაკვეთში იქ საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა და ასეთ დროს საქართველო მათთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. ზაფხულში ისინი ჩამოდიან გრძელვადიანად და უფრო მეტი ხნით ჩამოდიან ვიდრე ელის სხვა მონაკვეთში.
ვგეგმავთ აქტივობების გაძლიერებას ბათუმის მიმართულებით, რათა გალფის ქვეყნებში ბათუმისადმი ინტერესი კიდევ უფრო გავზარდოთ. ავიაკომპანიები flydubai და Flynas-ი ბათუმის მიმართულებით სეზონურ ფრენებს უკვე ივნისიდან განაახლებენ“- განაცხადა სოფო აზარაშვილმა.
უახლესი