დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვფიქრობთ, წელს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მეტი საშუალება არ იქნება - ევა ბოჭორიშვილი

ვფიქრობთ, წელს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მეტი საშუალება არ იქნება - ევა ბოჭორიშვილი

24-06-2024 14:00:00

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი  ევა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს სებ-ს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესაძლებლობა აღარ მიეცემა. როგორც მან  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, 2024 წლის ბოლოდან იზრდება წნეხი და ამ ფონზე განაკვეთის შემცირების მეტად შერბილების საშუალება აღარ იქნება.

„პოსტპანდემიური გარემოს გამო მრავალ ცენტრალურ ბანკს მოუწია რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა და არც სებ-ი იყო გამონაკლისი. პიკში გახსოვთ, რომ ეს გამკაცრება იყო 11%-ზე, შემდეგ 2023 წელს დაიწყო შემცირება და ჩამოვიდა 9,5%-მდე. წელს კი დამატებით შემცირდა 1,5%-ით და ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 8%-ია. 2024 წლის პირველ კვარტალში თითქმის 0%-ინმა ინფლაციამ საშუალება მისცა სებ-ს, რომ რეფინანსირების განაკვეთი შეემცირებინა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომლის წლის მეორე ნახევარში გარკვეულ რისკებს და ზეწოლას ვხედავთ, ვფიქრობთ, რომ წელს განაკვეთის შემცირების მეტი საშუალება არ იქნება. თუმცა წლის დასაწყისში ჩვენ ოპტიმისტური პროგნოზიც გვქონდა, სადაც ლარის სტაბილურობის ან გამყარების შემთხვევაში კიდევ  0,25%-ით შემცირების შესაძლებლობას განვიხილავდი. შესაბამისად ასეთ პერიოდში, როდესაც გარკვეული გავლენა მოსალოდნელია, რომ კიდევ გაგრძელდეს ლარის კურსის გაუფასურებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს სამომხმარებლო კალათაში 70%-ი პროდუქტების არის იმპორტირებული, ასეთ ფონზე რეფინანსირების განაკვეთის მეტად შემცირების შესაძლებლობა არ არის. 

რასაც ვუყურებთ დღეს რეფინანსირების განაკვეთი ნეიტრალური განაკვეთის ფარგლებშია და ეს შერბილება სესხების ზრდის დინამიკაზე ძალიან კარგად აისახა. ცხადია, რომ ეკონომიკურ ზრდას შემცირებული განაკვეთი ეხმარება“, - აცხადებს ევა ბოჭორიშვილი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები