ღვინის კომპანია „ველეულა“ ჩინეთში ექსპორტისთვის ემზადება. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა ნინო მღებრიშვილმა განუცხადა, ჩინეთის ბაზარზე „ენშენთ ველის“ ბრენდით ღვინოს აპრილის ბოლოს გადატვირთავენ.
„ჩინეთში ვაპირებთ პირველი საცდელი პარტიის გატანას და ნელ-ნელა ამ მიმართულებით ვფართოვდებით. შევხედავთ რამდენად მოერგება ჩვენი ღვინო ჩინეთის ბაზარს. აპრილის ბოლოს მცირე რაოდენობით გადავტვირთავთ“,- ამბობს კომპანიის მენეჯერი.
„ველეულას“ „ენშენთ ველი“ ევროპის ქვეყნებში იყიდება. კომპანია ექსპორტს ახორციელებს აშშ-სა და ბრიტანეთშიც.
„ენშენთ ველის“ პროდქციიდან ექსპორტზე გაგვაქვს „ცოლიკაური“ მუხა მშრალი, „ღვინო რაჭულად“ წითელი და თეთრი, კახური ხაზიდან „ქინძმარაული“, „ფიროსმანი“, „ალაზნის ველები“, „ რქაწითელი“ და საფერავი საკმაოდ პოპულარულია საზღვარგარეთ. „ენშენთ ველის“ ხაზს აქვს 20-მდე დასახელების ღვინო. გააჩნია, რომელ საექსპორტო ბაზარზე რა მოთხოვნაა, მაგის მიხედვით ვგეგმავთ გაყიდვებს“, - ამბობს ნინო მღებრიშვილი.
რაც შეეხება „ველეულას“ ხაზს, ამ ბრენდის ქვეშ ღვინო მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ამბობს, „ველეულას“ ახალმა კონცეფციამ გაამართლა და 1,5 ლირიანი ბოთლებში ჩამოსხმული ღვინის გაყიდვები მზარდია. ასევე გაიზარდა კომპანიის ცნობადობა.
2024 წელს კომპანია კახეთში ვენახების გაფართოებას გეგმავს. დღეს კომპანიის წარმადობა 150 ათას ბოთლამდეა.
უახლესი
13 საათის წინ
როგორის Meama-ს მიმდინარე შეთავაზებები