დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ვალენსიამ“ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი „ვალენსიაში“ და დავეხმარო გუნდს - გიორგი მამარდაშვილი

„ვალენსიამ“ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი „ვალენსიაში“ და დავეხმარო გუნდს - გიორგი მამარდაშვილი

28-08-2024 14:04:00

„ვალენსიაზე“ და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ, -წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, მისი ცხოვრება „ვალენსიამ“ შეცვალა.

„ვალენსიაზე და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ, სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ.

სიტყვები არ არის საკმარისი, გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის რაც ვალენსიამ, ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. ვალენსიამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში.

ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც.
ამიტომ, როგორც არასდროს ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე!“, - წერს მამარდაშვილი.

გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები