საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნაში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად - უმუშევრობას, ინფლაცია და სიღარიბე დაასახელეს.
კითხვაზე, რა არის დღეს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, პასუხები ასე ნაწილდება:
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ ბოლო 1 წელში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.
29% ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუარესდა, ხოლო 23% ფიქრობს, რომ მდგომარეობა ძალიან არის გაუარესებული.
29%-ის შეფასებით, ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა, გარკვეულწილად და ძალიან გაუმჯობესებაზე ჯამში 18% მიუთითებს, ხოლო 1%-ს პასუხი არ აქვს ან თავს იკავებს.
IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
უახლესი