ციფრული მედიის სამოგზაურო პლატფორმა Earthpix-ი, 24 მილიონზე მეტი გამომწერით, მსგავსი პლატფორმების ტოპ ხუთეულშია.
მაიამიში დაფუძნებული სამოგზაურო ინტერნეტ პლატფორმა აჭარას ციფრული მარკეტინგის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში სტუმრობს. EARTHPIX აუდიტორიას აჭარაში მოგზაურობის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, ბუნების, კულტურის, მთისა და ზღვის კონტრასტით მიღებულ ემოციებს უზიარებს. ერსპიქსის ვიდეორგოლებს თვეში 400 მილიონიანი ნახვა აქვს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე ინტერნეტ პლატფორმის დამფუძნებლებს შეხვდა და აჭარის პოპულარიზაციის შესახებ დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის დეტალებს გაეცნო.
EarthPix-ის პლატფორმაზე უკვე განთავსდა ,,ალი და ნინოს“ ვიდეო, რომელმაც მილიონობით გამომწერის ყურადღება მიიპყრო. აჭარაში სტუმრობის ფარგლებში EarthPix-ის წარმომადგენლები შექმნიან და პლატფორმაზე განათავსებენ ფოტო და ვიდეო ქონთენთს ბათუმის, აჭარის ტურისტული ატრაქციების, ზღვის აქტივობების, კულტურული მემკვიდრეობის, გასტრონომიული კულტურის შესახებ.
1. Eric Damier – Earthpix-ის დამფუძნებელი
2. Stefan Thurairatnam - Earthpix-ის ვიდეოგრაფი
3. ქრისტინა ძიძიგური - აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ციტატა
Stefan Thurairatnam:
ჩემთვის აჭარაში ყოფნა გამორჩეულია. წარმოუდგენელია იყო ზღვისპირა ქალაქში და რამდენიმე წუთში აღმოჩნდე ღრუბლებს ზევით. მე ვფიქრობ რომ აჭარაში არის ბევრი რამ რაც მოგზაურებს მიიზიდავს და დააინტერესებს. ბათუმი - ეს არის შავი ზღვის ვეგასი. როდესაც სტუმრობ ბათუმს, განცდებს ამძაფრებს ის ფაქტი, რომ შეგიძლია დატკბე ზღვის ხედებით და გადაიღო ღამის კადრები.
Eric Damier: გახლავართ ერფიქსის დამფუძნებელი. ჩვენ პლატფორმა დაახლოებით 10 წლის წინ დავაარსეთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ შთავაგონოთ ადამიანები შეისწავლონ ახალი კულტურები, ქვეყნები, ისტორია. როცა გავიგე, რომ საქართველო იყო ღვინის სამშობლო გადავწყვიტე აუცილებლად ჩამოვსულიყავი, რათა აღმომეჩინა ამ ქვეყნის კულტურა. საქართველოს აქვს ძალიან დიდი ისტორია, რასაც ვფიქრობ, რომ უნდა გაეცნოს მსოფლიო, ჩამოვიდნენ აქ, დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები, გაიცნონ ისტორია და კულტურა. ვიყავით ღვინის ტრადიციული დამზადების მონაწილენი, რაც ძალიან გამორჩეული მომენტი იყო ჩვენთვის. მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გამოსცადოს და ნახოს ეს სიცოცხლეში ერთხელ მაინც.
უახლესი
18 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა