თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამმუშავებელი კომპანია "უმალი“ შემოდგომიდან ბაზარზე ახალ პროდუქტებს გამოიტანს, თუმცა მანამდე საწარმოს ახალი ტექნოლოგიებით აღწურვავს, რაც წარმოების 50%-იანი ზრდის საშუალებას მისცემს. Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის დირექტორმა დიტო წვერავამ განაცხადა, რომ გაყიდვები ყოველთვიურად მზარდია და „უმალის“ პროდუქციაზე მზარდმა მოთხოვნამ კომპანიას ახალი საწარმოო დანადგარების დამონტაჟებისკენ უბიძგა.
„ფიზიკურად, ხელით უკვე ვეღარ ავუდივართ შეკვეთებს და დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ წარმოება ტექნოლოგიებზე გადავიდეს. საწარმოო ხაზი და შესაბამისი აღჭურვილობა უკვე შეძენილი გვაქვს და სავარაუდოდ სექტემბრიდან დავამონტაჟებთ“, - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულია რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია და შემოდგომიდან „უმალის“ არსებულ ასორტიმენტს კიდე 3 ახალი პროდუქტი შეემეტება, რასაც საწრმოს გაზრდილი შესაძლებლობები მისცემს.
წარმოების 50%-იანი ზრდის ფონზე „უმალი“ ქვეყნის შიგნით არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას შეძლებს და საშუალებას მისცემს, რომ ექსპორტზეც იფიქროს.
„უმალი“ დღეისათვის 40-მდე დასახელების პროდუქტს, საიდანაც 15 პროდუქტი კომპანიის ტოპ-გაყიდვებშია. ახალი ტექნოლოგიების გამართვის შემდეგ დღის წესრიგშია ბაზარზე 3 დასახელების ახალი პროდუქტის გამოტანა.
რეალურად, აპარატურის დამონტაჟების შემდეგ მოგვეცემა საშუალება, რომ ვაწარმოოთ ჭარბი პროდუქცია. ამ ეტაპზე რასაც ვამზადებთ საქართველოს ადგილობრივ მოთხოვნასაც ვერ ვაკმაყოფილებთ. შემდგომ კი ვნახოთ, ექსპორტთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყნიდან მოთხოვნა არის“, - განაცხადა დიტო წვერავამ.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს გაყიდვები მზარდია.
„გაყიდვები ზოგადად მზარდია. სტატისტიკურად გაყიდვები ყოველთვიურად საშუალოდ 10%-ით იზრდება, მაგრამ გასული წლის აგვისტოსთან შედარებით მიმდინარე წლის აგვისტოში გაყიდვები 60%-ითაა გაზრდილი.
ამის მიზეზი კი ახალი ქსელების და რეგიონების ათვისებაა. შევედით „გვირილას“ ქსელში, ასევე „ჯიბეში“. „გვირილას“ მთელს საქართველოში 400-მდე მაღაზია აქვს. ამ ქსელებში შესვლამ, პროდუქციის ხარისხმა და მეტმა კმაყოფილმა კლიენტმა განაპირობა გაყიდვების ასეთი ზრდა“, - აღნიშნა „უმალის“ ხელმძღვანელმა.
ნედლეულის 70%-ი, რასაც „უმალი“ წარმოებაში იყენებს, იმპორტირებულია. თევზს ძირითადად ნორვეგიაში ვყიდულობთ. რაც შეეხება ადგილობრივი ბაზრიდან ნედლეულს, მოვიხმართ კალმახს და ორაგულს. გამომდინარე იქიდან, რომ შარშან საკალმახეებში გარკვეული პრობლემები იყო, გასულ წელს ადგილობრივი კალმახი ნაკლებად გამოვიყენეთ.
შავ ზღვაში, საქართველოს აკვატორიაში დაჭერილ თევზს ფასიდან გამომდინარე ნაკლებად ვხმარობთ. ძირითადად შემოთავაზებაა ხამსაზე. სკუმრია და ქაშაყი, რაზეც ჩვენი წარმოება მუშაობს, შავ ზღვაში ნაკლებად იჭერენ“, - აღნიშნა დიტო წვერავამ.
„უმალის“ ხელმძღვანელმა არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და კომპანიისთვის ნომერ პირველ გამოწვევად კადრების დეფიციტი დაასახელა.
„პირველი პრობლემა რის წინაშეც ვდგავარ ეს მუშახელია და ასევე კვალიფიციური კადრი. იძულებული ვარ ზოგიერთ პოზიციაზე ავიყვანო კადრი და ვასწავლო. ამ ეტაპზე მაქვს მინიმუმ 10 ღია ვაკანსია და ვერ ვპოულობ ამ ვაკანსიისთვის შესაფერისს კადრს“, - განაცხადა დიტო წვერავამ.
უახლესი
5 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI7 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა8 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს10 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება