უძრავი ქონების ბაზარზე ქირის ფასი კვლავ გაზრდილ დონეზე ნარჩუნდება. ბოლო წლებში უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც ერთი მხრივ, გაზრდილი მოთხოვნით, ხოლო მეორე მხრივ, მშენებლობის მომატებული ხარჯებითაა განპირობებული, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. .
„რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ მოიმატა.
უძრავი ქონების გაყიდვის ფასების ზრდა მეტწილად მშენებლობის ხარჯებისა და სამრეწველო პროდუქციის ინფლაციის თანაზომიერია.
ხოლო ქირის შემთხვევაში, ზრდა უფრო მასშტაბურია და მის გრძელვადიან ტრენდს დაახლოებით 30%-ით აღემატება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი რეკომენდაციას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებს, დაკრედიტებისას ქირიდან მისაღები შემოსავლების სტაბილურობის შეფასებისას გაითვალისწინონ აღნიშნული დინამიკა“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: სებ; საქსტატი
უახლესი
1 საათის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“