დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უძრავი ქონების ბაზარი ამ ეტაპზე დასტაბილურებულია - ნატო ბოჭორიშვილი

უძრავი ქონების ბაზარი ამ ეტაპზე დასტაბილურებულია - ნატო ბოჭორიშვილი

01-07-2024 13:00:00

​უძრავი ქონების ბაზარი ამ ეტაპზე დასტაბილურებული და ტრანზაქციების რაოდენობა გასული თვეების დონეზეა. აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-სთან უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა ნატო ბოჭორიშვილმა ისაუბრა. 

ბოჭორიშვილის განმარტებით, გასულ წელთან შედარებით შემცირებულია ფასები, რადგანაც მოთხოვნამ იკლო, რაც თავის მხრივ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. 

„​უძრავი ქონების ბაზარი ამ ეტაპზე დასტაბილურებულია იქიდან გამომდინარე, რომ შეინიშნება კურსის არასტაბილურობა. ამიტომ თუ შევადარებთ როგორც კომერციული ქონებების, ისე საცხოვრებელი ფართების ტრანზაქციებს ამ ეტაპზე სტაბილურად იგივე დონეზე რჩება, რაც გასული თვეების განმავლობაში იყო.

გასულ წელთან მიმართებაში ფასები ოდნავ შემცირებულია, იქიდან გამომდინარე, რომ გლობალურად, ჩვენი ქვეყნის ჭრილში, მოთხოვნამ იკლო. აქედან გამომდინარე ფასები ოდნავ არის შემცირებული. ბათუმში უფრო მეტად არის ფასის კლება გამოხატული. თუმცა ველოდებით ბაზრის გააქტიურებას, ბათუმში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ახლა სეზონო მოდის, დაინტერესება და იმედი გაქვს, რომ  ტრანზაქციების რაოდენობაც გაიზრდება“, - ამბობს ნატო ბოჭორიშვილი.
 აღსანიშნავია, რომ Colliers Georgia-ს ინფორმაციით, მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,225 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 10%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 6%-ით, 208 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული. რაც შეეხება ბათუმს, აქ მაისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 9%-ით, 1,261 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომამ კი 7%-ით იკლო და 62 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1%-ით შემცირდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრსა და გარეუბნებში კი 5% და 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბათუმში 2024 წლის მაისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,090 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 1%-ით, 724 აშშ დოლარამდე შემცირდა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები