ქვეყნის მასშტაბით, უბილეთო მგზავრობის გამო გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში აკუმულირებული თანხა იანვარში შემცირდა.
როგორც ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით ირკვევა, 2024 წლის იანვარში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 165,416.59 ლარი შევიდა, რაც 36%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
2022 წლის იანვრის მონაცემებით, უბილეთო მგზავრობის გამო ბიუჯეტში 47,326.95 ლარი შევიდა და თუ აღნიშნულ მაჩვენებლებს მიმდინარე წლის მაჩვენებლებსაც შევადარებთ სახეზეა, რომ 2024 წლის იანვარში 2022 წლის იანვართან შედარებით ზრდა 250%-ის დონეზეა.
2024 წლის იანვრის სტატისტიკით, უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდიდან მთლიანობაში 165,396.59 ლარი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტშია შესული, ხოლო 20 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში.
ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს.
იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.
რაც შეეხება ბათუმს, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 20 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.ხ
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა