ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მაისში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 1,697,813.80 ლარი შევიდა, ეს კი თითქმის 229%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
2022 წლის 5 თვის მონაცემებით, უბილეთო მგზავრობის გამო ბიუჯეტში 516,390.12 ლარის აკუმულირება მოხდა.
2023 წლის სტატისტიკით, უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდიდან მთლიანობაში 1,697,613.80 ლარი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტშია შესული, ხოლო 200 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში.
ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს.
იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.
უახლესი