თურქეთის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდამ გასულ კვირას 8,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც რესპუბლიკის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
ამის შესახებ თურქეთის ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშეკმა Twitter-ზე დაწერა.
„თურქეთის ცენტრალური ბანკის ანალიტიკური მონაცემებით, გასულ კვირას წმინდა სავალუტო რეზერვები გაიზარდა 8,5 მილიარდი დოლარით, რაც ისტორიაში რეკორდული ზრდას. რაციონალურ ეკონომიკურ პოლიტიკაზე დაბრუნება ეტაპობრივად გაგრძელდება", - განაცხადა მინისტრმა.
შიმშეკმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება სავალუტო რეზერვების გაზრდის მიზნით მუშაობას დააჩქარებს.
უახლესი
45 წუთის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა