თურქეთის ეკონომიკა 2023 წლის მეორე კვარტალში წინა წელთან შედარებით 3,8%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სტატისტიკური ინსტიტუტი (TurkStat) ავრცელებს.
შესაბამისად, აღდგენის ტემპი გარკვეულწილად შემცირდა პირველ კვარტალში 3.9%-იანი ზრდის შემდეგ.
თუმცა, მიმდინარე მაჩვენებლები ანალიტიკოსების მოლოდინებზე უკეთესი აღმოჩნდა, რომლებიც საშუალოდ 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ.
სამომხმარებლო ხარჯები გასულ კვარტალში 15.6%-ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ხარჯები გაიზარდა 5,3%-ით, ინვესტიციები - 5,1%-ით.
აპრილ-ივნისში ექსპორტი 9%-ით შემცირდა, იმპორტი კი 20.3%-ით გაიზარდა.
თურქეთის მშპ მეორე კვარტალში წინა სამ თვესთან შედარებით 3,5%-ით გაიზარდა. იანვარ-მარტში, შესწორებული მონაცემებით, კლება 0,1%-ის დონეზე დაფიქსირდა.
უახლესი
58 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია