დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტურისტებს ხიხანის ციხეზე ახალი ბილიკით სარგებლობა სექტემბერის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ

ტურისტებს ხიხანის ციხეზე ახალი ბილიკით სარგებლობა სექტემბერის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ

29-08-2023 12:00:41

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მშენებლობა სრულდება. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ერთკილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე უკვე დამონტაჟდა გარემოსთან ადაპტირებული კიბეები მოაჯირებით, მოსასვენებელი ადგილები, საქანელა და ფანჩატური.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურისტული ბილიკის კეთილმოწყობა ხიხანის ციხის დალაშქვრის გამარტივების მიზნით განახორციელა.

ტურისტებს ახალი ბილიკით სარგებლობა სექტემბერის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ. ხიხანის ციხის ტურისტულ ინფრასტრუქტურას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თინათინ ზოიძესთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან და მთავრობის, ასევე უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებთან ერთად გაეცნო.

ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და ამავე დროს რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. ციხე უნიკალურია, როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე ტერიტორიაზე არსებული ლანდშაფტით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები