2024 წლის განმავლობაში ექსპლუტაციაში შევა 157 მგვტ ჯამური სიმძლავრის 12 ჰიდროელექტროსადგური, ხოლო კირნათი ჰესი, რომელიც ამჟამად შემცირებული სიმძლავრით მუშაობს, სრულად ამოქმედდება და ენერგოსისტემას 23.7 მგვტ დაემატება. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს.
სამინისტროს ცნობით, შესაბამისად ენერგოსისტემას ჯამურად 180 მგვტ ჯამური სიმძლავრე შეემატება.
„ამით, საქართველოს გენერაციას 2024 წელს დამატებით ჯამურად 846.16 მლნ კვტ ელექტროენერგია დაემატება“, - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
უახლესი