ცხოველთა თავშესაფარში ცხოველის მშრალი საკვებისა და კონსერვების მარაგის ამოწურვის გამო სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო'' იძულებულია 35 100 ლარის საკვები პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძინოს.
ამ მიზეზით სააგენტოს მიერ გამოცხადებული ცხოველის საკვების სახელმწიფო შესყიდვის ტენდერი შეწყდა, რადგანაც თავშესაფარს ამ დროისათვის საკვების 3 კვირის მარაგი აქვს.
ირკვევა, რომ განმეორებით ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას და შესყიდვის პროცედურების დასრულებას და საქონლის მიღებას მინიმუმ 3-4 კვირა დასჭირდება.
შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობით შესასყიდი ცხოველის საკვების მარაგი. კერძოდ, ძაღლის, ლეკვის, კატის და კნუტის მშრალი საკვების და კონსერვები გათვლილია 3-4 კვირის პერიოდზე:
1. ძაღლის მშრალი საკვები 2000 კგ - ღირებულებით 18 000.00 ლარი;
2. ლეკვის მშრალი საკვები 1000 კგ - ღირებულებით 9 000.00 ლარი;
3. კატის მშრალი საკვები 100 კგ - ღირებულებით 900.00 ლარი;
4. კნუტის მშრალი საკვები 100 კგ - ღირებულებით 1700.00 ლარი;
5. ძაღლის საკვები კონსერვი 500 ცალი - ღირებულებით 4 000.00 ლარი;
6. კატის საკვები კონსერვი 250 ცალი - ღირებულებით 1 500.00 ლარი.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების და მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლების მიერ, უწყვეტ 24 საათიან რეჟიმში ხდება, პოპულაციების მართვისა და სხვა ღონისძიებების (დაავადებებზე ტესტირება, იმუნიზაცია და მკურნალობა) უზრუნველსაყოფად ცხოველთა თავშესაფარში ძაღლების, ლეკვების, კატების და კნუტების გადაყვანა.
ცხოველების დაყოვნება თავშესაფარში რამდენიმე დღით და შემდგომ ბუნებრივ არეალში გაშვება ხდება. თავშესაფრის ცხოველების გამოსაკვებად სააგენტო ახორციელებს ცხოველის მშრალი საკვებისა და კონსერვების შესყიდვას.
უახლესი